SCAC მცირე კვლევითი წამახალისებელი საგრანტო პროგრამა 2021

SCAC მცირე კვლევითი წამახალისებელი საგრანტო პროგრამა 2021

28-04-2021

კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია), პროექტის- "კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)", ფარგლებში აცხადებს მცირე კვლევით წამახალისებელ საგრანტო პროგრამა 2021-ს. (https://www.caucasus-mt.net/Other-initiatives)

აღნიშნული პროგრამა ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდა მკვლევრებს უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში მიმდინარე კოლაბორაციული (ტრანსსასაზღვრო) კვლევების თანადაფინანსებით, რომელიც დაკავშირებულია კავკასიის რეგიონული კვლევის დღის წესრიგის (C-RRA) დოკუმენტში წარმოდგენილ ერთ ან რამოდენიმე პრიორიტეტულ თემასთან: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსები, წყლის რესურსები, მიწათსარგებლობა, ბუნებრივი საფრთხეები, მოსახლეობა და კულტურული მრავალფეროვნება, ტურიზმი და რეკრეაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და დაგეგმარება და მთის კრიოსფერო. 

პროგრამის მიზანია ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა და კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში კვლევების შედეგების გამოქვეყნების გზით. 

საუკეთესო 2-3 პროექტის წარმომადგენელი ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კავკასიის მთის მესამე ფორუმში და სრულად დაუფინანსდება რეგისტრაციის მოსაკრებელი ხარჯები. 

მნიშვნელოვანი თარიღები:

განაცხადების მიღების გახსნა                 20 აპრილი, 2021

განაცხადების მიღების დახურვა           20 ივნისი, 2021 (18:00 საქართველოს დროით)

შედეგების გამოცხადება                          20 ივლისი, 2021 

 

კითხვა-პასუხის სესია – 20 მაისი, 2021


 

სიახლეებში დაბრუნება