18
ივლისს სტუ-სა და სს “ენერგო-პრო ჯორჯია"-ს შორის დაიდო მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერეს სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ მოწონელიძემ და სს “ენერგო-პრო ჯორჯია"-ს გენერალურმა დირექტორმა, იარომირ ტესარმა.აღნიშნული
მემორანდუმის მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის და მისი პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა და ამ მიზნით უნივერსიტეტისა და ენერგოკომპანიის შესაძლებლობების გაერთიანება და გამოყენება. ასევე, ენერგეტიკის დარგისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი და შრომის თავისუფალ და დამოუკიდებელ ბაზარზე კონკურენტუნარიანი საინჟინრო კადრების მომზადება.რექტორის
თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია უზრუნველყოს ენერგოკომპანია მაღალკვალიფიციური საინჟინრო და ეკონომიკური პროფილის კადრებით. “სტუ-ს პროფესორ–მასწავლებლები და მეცნიერ– თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ენერგოკომპანიის სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში”-განაცხადა ბ-მა არჩილ მოწონელიძემ.“
ენერგოკომპანია დახმარებას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებაში და ასევე, წარმოებულ სამეცნიერო კვლევებში ურთიერთხელსაყრელი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე აქტიურად ითანამშრომლებს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებთან”-განაცხადა ბ-მა იარომირ ტესარმა.