მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფოტოკონკურსი - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“

ფოტოკონკურსი - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“

26-04-2021

ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფოტოკონკურსს აცხადებენ. ფოტოკონკურსი პროექტის - ფოტოისტორიებირეგიონიდან“ ფარგლებში განხორციელდება, სადაც მონაწილეობა შეუძლია  მიიღოს ნებისმიერმა ახალგაზრდამ   რომელიც ფოტოხელოვნებით არის დაინტერესებული.

საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას,  ამასთანავე,  პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

სადაც უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ, ფოტოებს იღებ და ფოტოისტორიების მომზადება შენი პროფესიის ნაწილი თუ არა ჰობი მაინც არის, ეს გზავნილი შენთვისაა.

მოგვაწოდე ფოტოისტორიები, თუ გაინტერესებთ: სოციალური თემატიკა, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.

გამარჯვებულსაც გამოვავლენთ და ფულად ჯილდოს პირველ და მეორე ადგილზე გასულ ახალგაზრდებს გადავცემთ, 600 ლარისა და 300 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).

ჩვენ მასალას მხოლოდ ერთი დათქმით მივიღებთ, მომზადებული ნამუშევარი სიძულვილის ენას არ უნდა შეიცავდეს, ასევე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

გამოგვიგზავნე ფოტოისტორია ელექტრონულ ფოსტაზე 3-ზე მეტი ფოტოთი და ნახევარგვერდიანი ტექსტით მაინც. მოგვიყევი ამბავი, რომელიც გინდა, რომ სხვებმაც იცოდნენ.

ელექტრონულ ფოსტაზე - tavisupalia@gmail.com ფოტოისტორიასთან ერთად მობილურის ნომერიც მოგვაწოდე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგეხმიანოთასევემასალის გამოგზავნისას ასაკიც მიუთითე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე და ვეცდებით, ოპერატიულად გამოგეხმაუროთ.

ჩვენი გვერდი ფეისბუკზე - https://www.facebook.com/TavisupaliAsotsiatsia/

ნამუშევრები 25 სექტემბრამდე მიიღება.

ცნობისათვის: გამოგზავნილი ფოტოისტორია რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში თავისუფალი ასოციაციის ვებგვერდზე თუ სოციალურ გვერდებზე არაერთ საინტერესო ფოტოამბავს გაეცნობით. 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11