ორგანიზაცია "კრისტალი" ვაკანსიას აცხადებს

ორგანიზაცია "კრისტალი" ვაკანსიას აცხადებს

24-04-2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" მონაცემთა ინჟინერის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ამუშაო ადგილი: თბილისი

ამუშაო განაკვეთი: სრული   

კრისტალიგთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

პოზიციის ზოგადი მიმოხილვა  

ბიზნეს ინტელიჯენსის გუნდისთვის, ვეძებთ გამოცდილ, საქმისადმი აქტიური მიდგომით გამორჩეულ ინჟინერს/ETL დეველოპერს.

აღნიშნულ პოზიციაზე თქვენ დაგევალებათ მონაცემთა მართვა, ოპტიმიზაცია და განვითარება, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მასშტაბით მონაცემების ანალიზის კუთხით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას ბიზნეს ინტელიჯენსის (BI) მიერ.  

დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესასრულებლად, თქვენ უნდა გქონდეთ სიღრმისეული ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ETL/ELT პროცესების დიზაინის, დანერგვის, ავტომატიზაციისა და მართვის კუთხით, რათა ეფექტურად შეძლოთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ინტეგრირება. 

ძირითადი მოვალეობები  

  • ETL / ELT პროცესების დიზაინი, დანერგვა და მართვა; ბიზნეს ინტელიჯენსის მიერ მონაცემების მხრივ ორგანიზაციის მასშტაბით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მონაცემთა ინტეგრირებული საწყობის გამდიდრება სხვადასხვა წყაროებით.
  • SQL Server სერვისების (SSIS) პაკეტის შემუშავება და დანერგვა. 
  • მონაცემთა ინტეგრირებულ საწყობში მონაცემთა მიწოდების ავტომატიზაცია SQL Server Agent ის მიერ SSIS პაკეტებისა და სხვა ETL / ELT პროცესების გამოყენებით. 
  • SQL Server Agent-ის გამოყენებით SQL (SSAS) მონაცემთა მოდელის დამუშავების ავტომატიზაცია. 
  • SQL სერვერზე გაფრთხილების დაყენება ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად იმ შემთხვევებზე, როცა SQL Server Agent-ის ფუნქციონირებას ექმნება რაიმე სახის პრობლემა. 
  • მონაცემთა ინტეგრირებულ საწყობში მონაცემთა უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაჭრა.
  • არსებული ETL/ELT პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა მიწოდებისა და მასშტაბურობის გასაუმჯობესებლად. 

მონცემთა ინტეგრირებული საწყობის ბეკაპირება

  • მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდაციების შემუშავება ETL/ELT  პროცესის ოპტიმიზაციისა და მონაცემთა შენახვის მხრივ არსებული საჭიროებების გადაჭრის მიზნით. 
  • მონაცემთა შენახვისა და ETL/ELT პროცესების დოკუმენტირება.  

ძირითადი მოთხოვნები  

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან ბაკალავრის დიპლომი) კომპიუტერული მეცნიერებების,  ინფორმაციული სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.  
  • SQL–ის საფუძვლიანი ცოდნა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება. 
  • სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება განზომილებითი მოდელირების, მონაცემთა ბაზების დიზაინის, დანერგვისა და მართვის საკითხებში. 
  • SQL სერვერზე მონაცემთა დისტანციურ წყაროებთან მუშაობის გამოცდილება. • სამუშაო გამოცდილება ETL/ELT პროცესების დიზაინის, დანერგვის, ავტომატიზაციისა და მართვის საკითხებში, გამოცდილება სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების საწყობში ინტეგრაციის კუთხით.  
  • სამუშაო გამოცდილება SSIS პაკეტის შემუშავებასა და დაგეგმვაში. 
  • გამოცდილება SSAS მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის კუთხით.  • სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების ბეკაპირების კუთხით. 
  • დროის ეფექტურად მართვისა და ამოცანების დაგეგმვის უნარი.  
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.  
  • მონაცემთა ინტეგრაციისა და მონაცემთა შენახვის თანამედროვე საშუალებებისა და ტექნიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების სურვილი. 
  • უპირატესობად ჩაითვლება საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ცოდნა.  
  • უპირატესობად ჩაითვლება BI-სთვის მონაცემთა მოდელირების ტექნიკის ცოდნა.  
  • უპირატესობად ჩაითვლება SSAS მონაცემთა მოდელის შემუშავების მხრივ სამუშაო გამოცდილება. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 4 მაისამდე ელ. მისამართზე:  vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების,  შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

 

სიახლეებში დაბრუნება