კომპანია „აპტოსი“ სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

კომპანია „აპტოსი“ სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

24-04-2021

კომპანია „აპტოსი“ ტექნიკურ დეპარტამენტში  დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს.

 სტაჟიორები დაეუფლებიან: 

  • ტექნიკურ ნახაზებთან, სქემებთან, ინსტრუქციებთან და გეგმებთან მუშაობას;
  • სვადასხვა საწარმოო აღჭურვილობების, მექანიკური პროდუქტების, დანადგარების კვლევა/შეფასებას;
  • HVAC სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ხელსაწყოების კალიბრაციის გეგმის შედგენას;
  • ტექნიკური ელექტრული პრობლემის შეფასება/აღმოფხვრა;
  • დაზიანებული ელექტრონულ და მექანიკური სისტემის ნაწილების შეცვლა;
  • კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დანადგარების შეკეთებას;

კომპანია სტაჟიორებისთვის უზრუნველყოფს დამატებით საკვალიფიკაციო სერთიფიცირებულ ტრენინგებს შემდგეგი მიმართულებებით:

  • ISO სტანდარტები
  • მეტროლოგია
  • EO სასტერილიზაციო დანადგარის გამართული მუშაობის ინსტრუქცია/პრაქტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო განაკვეთი - არასრული

ანზღაურება - 300 ლარი

სტაჟირების ვადა -  3-დან 6 თვემდე

დაინტერესების შემთხვევაში, 23 მაისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სტაჟიორი.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცნობისათვის, "აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების  მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსს ეკუთვნის  ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც  იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში.  აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაშსა და ბერლინში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

 

სიახლეებში დაბრუნება