24-26 მაისს, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „სივრცითი მონაცემები-მეცნიერება და ტექნიკა 2021“ გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია მოსკოვის (რუსეთის) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МИИГАиК) მიერ.
კონფერენციის მიზანია საერთაშორისო პლატფორმის შექმნა სხვდასხვა დარგის მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის.
კონფერენციაში მონაწილე პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 17 მაისამდე.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: scidata.ru