საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოაცხადებული კონკურსის შესახებ, რომელიც ეხება იუნესკოს მიერ გამოცხადებულ კონკურსს კალინგა პრიზის მოსაპოვებლად.
UNESCO მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი ღვაწლისთვის UNESCO-ს კალინგას საპრიზო (UNESCO Kalinga Prize) კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს პირი (მწერალი, რედაქტორი, ლექტორი, რადიო-სატელევიზიო/ვებ პროგრამის დირექტორი თუ ფილმის პროდუსერი), რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების ან ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.
საქართველოს, UNESCO-ს სახელმწიფო კომისიის მეშვეობით, შეუძლია საპრიზო კონკურსზე წარადგინოს ერთი კანდიდატურა, რომელიც სასურველია ნომინირებული იყოს მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით მოქმედი აკადემიური დაწესებულებების, ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერებათა აკადემიისა თუ სამეცნიერო მწერლებისა და სამეცნიერო ჟურნალისტების ასოციაციების რეკომენდაციით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: en.unesco.org