2021 წლის 20-22 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“ (http://conf-unesco.gtu.ge)
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსებიდან 50-ე წლისთავს (20.05.2021) და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის 80 წლის იუბილეს.
კონფერენციისთვის სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infsoc@gtu.ge
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მილოცვის, მოგონებების, ფოტო და ვიდეომასალის გაგზავნა საიუბილეო საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kafasugocha@gtu.ge
ორგკომიტეტის ვებგვერდია: www.gtu.ge/infsoc
გთხოვთ, დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს და მიწეროთ თქვენი რეკვიზიტები, ასევე, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.
International Scientific Conference - The Information Society and Education Intensification Technologies - will be held at the Georgian Technical University