ქ.კუნშანის მერის ორგანიზებით საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა

ქ.კუნშანის მერის ორგანიზებით საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა

19-04-2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.კუნშანის მერის, ქალბატონ ჩენ ლიანის პატრონაჟით და ორგანიზებით საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია  Kunshan & The Belt and Road Initiative 16 აპრილს ჩატარდა.

კონფერენციის ორგანიზატორები:

 -ქ.კუნშანის მერია;

-გუანდონგის პროვინციის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება;

-ქ.კუნშანის ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ზონის მართვის კომიტეტი;

-ქ.კუნშანის ქალაქის სახელმწიფო ტექნოლოგიისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ზონის CPC სამუშაო კომიტეტი;

ფორუმში მონაწილეობას იღებდენ ჩინეთის, უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიების ხელმძღვანელები, ცნობილი მეცნიერები.

მონაწილე მხარეები: 

-საქართველო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი (Research Institute Of China Studies );

-უკრაინა, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი - ანტონ ნაუმოვეცი;

- ბელორუსია,  ბელორუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი სერგეი ჩიჟიკი;

-რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი ალექსანდრ პავლენკო.

ვიდეოფორუმში საქართველოდან მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის (Research Institute Of China Studies ) დირექტორი, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც მოხსენებით წასდგა: "საქართველო- ჩინეთი, კოლაბორაციული ინოვაცია და ურთიერთსასარგებლო განვითარება- საქართველოსა და ქალაქ კუნშანს შორის განათლების, სამეცნიერო და სოფლის მეურნეობის ინოვაციის განვითარების და სავაჭრო თანამშრომლობის პერსპექტივების ანალიზი“.

ონლაინ კონფერენციაზე Დდაისახა საქართველოსა და ქალაქ კუნშანს შორის განათლების, სამეცნიერო და სოფლის მეურნეობის ინოვაციის განვითარების და სავაჭრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოს მხარემ შესთავაზა წინადადება, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უახლოეს პერიოდში ანალოგიური ფორუმი ქ.თბილისში გაიმართოს. 

ქ.კუნშანის მერმა, ქალბატონმა ჩენ ლიანმა კმაყოფილებით მიიღო ქართული მხარის მოწვევა და დაადასტურა რომ მისი სტუმრობა საქართველში უახლოეს პერიოდში შედგება.



 

სიახლეებში დაბრუნება