ვაკანსია სტუდენტებისთვის

ვაკანსია სტუდენტებისთვის

19-04-2021

კომპანია ქარვა სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე  ვაკანსიას აცხადებს.

პროდუქტის მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

  • ახალი პროდუქტის განვითარების გეგმისა და სტრატეგიის შედგენა
  • პროდუქტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი KPI-ს (ძირითადი შესრულების ინდიკატორი) განსაზღვრა
  • პროდუქციის განვითარების პროცესების კოორდინაცია კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად
  • პროდუქტის შეფუთვა და დოკუმენტაცია
  • კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის პროდუქტის მომზადება და პრეზენტაცია
  • ფასების პოლიტიკის შემუშავება
  • მოლაპარაკებები კლიენტებთან და პარტნიორებთან.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:  

  • პროდუქტის/პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (ციფრული პროდუქტების მიმართულებით)
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • სასურველია ტექნიკური განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი

პროექტების მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

  • პროექტების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია ყველა საჭირო პირის მონაწილეობით, ვადების, ადამიანური თუ სხვა რესურსების და სხვა საჭირო კომპონენტების დეტალიზაციით
  • პროექტის ვადების მიხედვით შესრულების კონტროლი, გეგმიდან გადაცდომების დროული გამოვლენა და რეაგირება
  • პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ანგარიშების მუდმივად წარმოების უზრუნველყოფა
  • პროექტების ვადების დარღვევის ან რესურსების არასაკმარისობის შემთხვევებზე/საფრთხეებზე შესაბამისი პირების ინფორმირება და დროული რეაგირების უზრუნველყოფა
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:                                                      

  • პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (IT პროექტების მიმართულებით)
  • პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira)
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი

სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:  

  • ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • საქსელო ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა
  • კონტეინერებთან (Docker) და ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება  

სასურველია იცოდე

  • სხვადასხვა მწარმოებლების სერვერული არქიტექტურა
  • სხვადასხვა მწარმოებლის სტორიჯების ინსტალაცია/კონფიგურირება
  • მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია საბაზისო დონეზე
  • განახლებებისა და სისტემის კონფიგურაციის ცვლილებების დოკუმენტირება
  • სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობაროგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა? 
  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.

სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გააგზავნეთ HR@qarva.com და სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.

 

სიახლეებში დაბრუნება