საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსს აცხადებს. საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.
თემა: რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი
გამოცხადების თარიღი: 10 აპრილი, 2021
კონკურსის დეტალები:
კონკურსის ორგანიზატორი: საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP)
კონკურსის თემა: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“
ილუსტრაციის ფორმა: ფერწერა, ესკიზი, გრაფიკული დიზაინი, კომიქსები, პლაკატი
ხანგრძლივობა: ერთი თვე
კონკურსი უნდა იყოს დაკავშირებული რუსეთის ოკუპაციასთან და მის გავლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, არ არის აუცილებელი, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი, მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნებოდეს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს 2008 წლის ომს, მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესს, 90-იანი წლების მოვლენებს ან თუნდაც საბჭოთა პერიოდს.
ნამუშევრებში ასევე შეგიძლიათ გადმოსცეთ რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა მოახდინა რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავი ანექსიის პროცესმა ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე? როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და ასევე იძულებული გახდა ახალი ცხოვრება დაეწყო დევნილთა დასახლებებში. როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.
ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული.
მოთხოვნები კონკურსში მონაწილეობისთვის :
ამ კონკურსში ნამუშევრის წარდგენით, მონაწილე ადასტურებს, რომ:
კონკურსის ორგანიზატორს უფლებას აძლევს წარმოდგენილი ილუსტრაციები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ, განათავსოს ისინი ვებგვერდზე, გამოიყენოს გამოფენებში, პუბლიკაციებში ან სხვა მასალაში (ავტორი).
ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები
საპრიზო თანხა
პირველი ადგილი – 1500 ლარი
მეორე ადგილი – 1000 ლარი
ნამუშევრების წარდგენის ვადა: 10 აპრილიდან 10 მაისამდე
საუკეთესო ილუსტრაციები გამოქვეყნდება GISP ვებგვერდზე, Facebook გვერდზე, GISP „კვირის პალიტრის“ ბლოგსა და მედიასაშუალებებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ილუსტრაციების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად: info@gisp.ge
გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ (მითითებული უნდა იყოს პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია)
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: GISP- ის Facebook გვერდზე ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე info@gisp.ge.