15, 16, 17 აპრილს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა " საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", რომელშიც სეუ-ს პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-სა და ევროკავშირის ელჩები და დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
მონაწილეობენ:
პროგრამაში მონაწილეობას მიიიღებენ სტუდენტები როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, აგრეთვე სეუ-ს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სხვადასხვა ქვეყნიდან.
საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს.
საგაზაფხულო სკოლა ჩატარდება ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა ნატო-ს რეგიონალური ოფისის მიერ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1KWwv4AQ88nhLedB2Z6JVwrKBPJ-AaW6iR6tIFDT3z04/edit
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ სეუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს iro@seu.edu.ge
თანდართული ფაილით იხილეთ ღონისძიების განრიგი