ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად გუნდების რეგისტრაციას აცხადებს.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–3–მე–4 ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
შეჯიბრში მონაწილე თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივრსიტეტის 3 ან 4 სტუდენტისგან.
გუნდის წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან/და სერთიფიცირებული მედიატორები.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: labourmoot@newvision.ge
შეჯიბრის წესები და ვადები დეტალურად იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე პროექტის მიმდინარეობა დაგეგმილია ონლაინ რეჟიმში. თუმცა, შეზღუდვების მოხნის გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებაც.