ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერასა და ნდობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისადმი.
უნივერსიტეტში პროფესორ დავით გურგენიძის მოღვაწეობისას და, მათ შორის, რექტორად არჩევის პროცესში ჩვენთვის ცნობილი იყო ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული დევნის ყველა ეპიზოდის შესახებ. ბოლო დღეებში გაჟღერებულ ბრალდებებს სამართლებრივი და მორალური საფუძველი არ გააჩნია.
საყურადღებოა, რომ მიმდინარე მოვლენები დაემთხვა ახალი რექტორისა და კანცლერის ხელმძღვანელობით დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და აუცილებელია უნივერსიტეტის განვითარებისათვის. როგორც ჩანს, დაგეგმილი არსებითი ცვლილებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ისინი ამგვარი ცილისმწამებლური კამპანიით მიზანმიმართულად ცდილობენ უნივერსიტეტის სახელის შებღალვას.
უნივერსიტეტისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, აკადემიური საბჭო პროფესორ დავით გურგენიძის ეფექტიანი ხელმძღვანელობით კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას მათ საკეთილდღეოდ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები: