საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ 2021 წლის 2 აპრილს განხორციელდა გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საერო სკოლა „ლომისში“. შეხვედრის მსვლელობისას სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ამომწურავი და აქტუალური ინფორმაცია მიეწოდა ტელეკომუნიკაციის შესახებ.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, ქალბატონმა მარინა ქურდაძემ და ბატონმა ვახტანგ აბულაძემ, ვრცლად ისაუბრეს ტელეკომუნიკაციის, როგორც ქვეყნის მამოძრავებელი და სტრატეგიული დარგის შესახებ, მათ მხრიდან ხაზი გაესვა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დარგს უფრო მიმზიდველს ხდის.
ახალგაზრდების მხრიდან დაისვა დარგში შემდგომი დასაქმების საკითხი და გამოითქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში ახალი შეხვედრის სურვილი.