6 აპრილს, 14:00 სთ-დან 17:00 საათამდე ყველაზე აქტუალურ თემების შესახებ უნიკალური ONLINE კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის ფარგლებში, Microsoft-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები ისაუბრებენ ციფრული ტრასფორმაციის, Microsoft Azure-ის, Azure Stack-ის და ქლაუდ უსაფრთხოების ყველაზე საინტერესო თემებზე.
ასევე, გაგაცნობენ საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის.
კონფერენციაზე შეიტყობთ იუჯითის ახალი სერვისული პლატფორმის, ქლაუდ სერვისების, დატა ცენტრის და ისეთი თანამედროვე სერვისების შესახებ, როგორებიცაა:
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-მენეჯერები, წარმატებული კომპანიების IT მიმართულების ხელმძღვანელები, დეველოპერები, კონსულტანტები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები და სხვა სპეციალისტები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
ციფრული ტრანსფორმაცია და IT როგორც სერვისი - გაეცნობით უახლეს ტენდენციებს და ბიზნესის წარმატებულად წარმოების ახალ სტანდარტებს. გაიგებთ როგორ ტრანსფორმირდა ტრადიციული საინფორმაციო ტექნოლოგიები და როგორ გახდა ბიზნესის ციფრული საყრდენი.
- Microsoft Azure და Azure Stack - Microsoft-ის სპიკერები ისაუბრებენ, თუ რა სპეციფიკა გააჩნია სრულად ღრუბლოვან და ჰიბრიდულ პლატფორმებს. რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გრანდიოზულ შესაძლებლობებს იძლევა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.
- იუჯითის სერვისული პლატფორმა - შეიტყობთ იუჯითის სერვისების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ იუჯითიში მიიღებთ და რომლებიც ახალ სტანდარტს ქმნიან ქვეყანაში IT მომსახურების კუთხით.
- ქლაუდ უსაფრთხოება მაიკროსოფტისგან - Microsoft-ის წარმომადგენლები გაგვაცნობენ ქლაუდ სერვისების უსაფრთხოების და დაცულობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს.
- კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
http://bit.ly/RegistrationFormUGT
- რეგისტრაციის შემდეგ, ელ-ფოსტაზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას კონფერენციის შესახებ.