ორგანიზაცია "კრისტალი" ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ორგანიზაცია "კრისტალი" ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

02-04-2021 ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"  ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. 

ლოკაცია: თბილისის სათავო ოფისი  
სამუშაო განაკვეთი: სრული  

 "კრისტალი" გთავაზობთ: 
− პიროვნულ და პროფესიულ ზრდას; 
− მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; 
ძირითადი მოვალეობები:  
- პროქტის ფარგლებში მონაწილე მხარეებისაგან მოთხოვნების/ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება,  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მის საფუძველზე ფუნქციური და ტექნიკური დავალების  შემუშავება; 
-  პროექტთან დაკავშირებულ მონაცემთა კვლევა და ანალიზი; 
-დოკუმენტაციის შემუშავება და საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება 
- ეფექტურობის ანალიზი და წინადადებათა შემუშავება პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით; 
- ამოცანის ჩამოყალიბება, ამოცანის შემაჯამებელი ანალიზი და დეველოპერებისთვის ზუსტი,  ამომწურავი ტექნიკური დავალების შედგენა; 
 -პროექტის გუნდსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებებს შორის შუამავალი რგოლის  ფუნქციის შესრულება; 
- პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალური ტესტირების მხარდაჭერა და ტესტირების  გუნდთან ერთად შედეგების ანალიზში მონაწილეობა; 
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:  
- უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ტექნიკური მიმართულებით,  ფიზიკია-მათემატიკის/ ინფორმატიკის განხრით) 
- ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
- მონაცემთა დამუშავების, ანალიტიკური სისტემების ან საბანკო ინფორმაციის სისტემაში მუშაობის  გამოცდილება 
- პროგრამირების გამოცდილება 
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და  კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების,  შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

- ცნობისმოყვარეობა და სიახლეებისადმი ღიაობა; 
- შრომისმოყვარეობა; 
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
- გამჭრიახობა; 
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი 
-ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება 
- დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ  კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე  შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და  კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების,  შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

 

სიახლეებში დაბრუნება