7 აპრილს პროგრამის „ STEM კვლევისა და უმაღლესი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“ რიგით მეოთხე მინი კურსი (20:00-დან 23 :00 საათამდე ) ZOOM-ის მეშვეობით ჩატარდება.
ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად 2020-22 წლებში ახორციელებს პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების დოქტორანტების მხარდაჭერის ახალ პროგრამას.
პროგრამას ორი მიზანი აქვს, პირველი: ამერიკელი პროფესორები პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის პერიოდულად ატარებენ ლექციების კურსს, სამეცნიერო კვლევების მეთოდებსა და სამეცნიერო ეთიკაზე, თანამედროვე ბიბლიოგრაფიულ რესურსების და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებაზე.
პროექტის მეორე მიზანს: წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების STEM დოქტორანტების მოკლევადიანი სტაჟირება კალიფორნიაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სათაო კამპუსში, სადაც ადგილობრივ აკადემიური პერსონალის უშუალო ხელმძღვანელობით შეასრულებენ წინასწარ შეთანხმებული კვლევების სერიას და გაეცნობიან ადგილობრივი სამეცნიეროო კვლევების ასპექტებს.
სარეგისტრაციო ბმული (Zoom Registration Link): https://sdsu.zoom.us/meeting/register/tZwkdO2rqzwuGdKa3HZsN_xoCdfvKo1K6vbR
Meeting ID - 889 3435 7436
ღონისძიების შესახებ დეტალები იხილეთ დანართში.