ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია დაიწყო

ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია დაიწყო

02-04-2021

საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, გაძლევთ შესაძლებლობას დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე გაიაროთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, მიიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული კურსების შესწავლა.

DL101GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსია, რომელიც საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე და უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები.

რეგისტრაციის პერიოდი 31 მარტიდან - 29 აპრილამდეა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

 

სიახლეებში დაბრუნება