„საქართველოს თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები“

„საქართველოს თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები“

02-04-2021

საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდული ფრთა იწვევს საქართველოს თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს) აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

  გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე 2021 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით (თბილისის დროით 23:59).

    საუკეთესო ნაშრომთა ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ გაწევრიანდნენ საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა ახალგაზრდულ ფრთაში და მონაწილეობა მიიღონ კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში.

მოთხოვნები ნაშრომის გაფორმებისთვის

  • ნაშრომის მოცულობა: 3-5 გვერდი (თავფურცლისა და გამოყენებული ლიტერატურის გარეშე);
  • წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-სა და PDF-ში;
  • არეები: ზედა -20 მმ , მარცხენა -30 მმ, მარჯვენა, და ქვედა -20 მმ;
  • გამოყენებული შრიფტი: Sylfaen;
  • სტრიქონთა შორისი ინტერვალი - 1.5;
  • თავფურცელზე უნდა დაიბეჭდოს ნაშრომის ავტორის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი (13 Pt, Bold);
  • ნაშრომის შინაარსი (12 Pt);
  • გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
  • მონაწილეობის მიღება უფასოა.
  • თქვენი ნაშრომები, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (გთხოვთ, მიუთითოთ შეტყობინებაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდული ფრთა
  • E-mail: youthwinggaes@gmail.com
  • Tel: +995574062080; +995568222154
  • საკონტაქტო პირ(ებ)ი: ნინაკა ბერძენიშვილი; ლანა ჯიქია


 

სიახლეებში დაბრუნება