04-07-2008

ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი სიმბოლიკა აქვს
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სეროვნულ სასახლეში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ჰიმნისა და გერბის პრეზენტაცია. პრზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორატის, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები – სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აგრეთვე – კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები.
ტექნიკური უნივერსიტეტის ახალმა ატრიბუტიკიამ დამსწრეთა მაღAლი შეფასება დაიმსახურა. რექტორმა, როფესორმა არჩილ მოწონელიძემ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ჰიმნისა და გერბის ავტორებს, თამარ სალუქვაძეს და ვალერი ბახტაძეს, რომელთა ნაწარმოებებმა გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საკმაოდ წარმომადგენლობით კონკურსში გაიმარჯვეს.
ახალი სიმბოლიკის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა განსაკუთრებით წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება და ა-ლა-ფურშეტი.
სიახლეებში დაბრუნება