აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business) სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს - WACC 2021 აცხადებს

აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business) სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს - WACC 2021 აცხადებს

30-03-2021

აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business) სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს - WACC 2021 (World Asian Business Case Competition) აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან   საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს ტარდება სახელწოდებით “How Asian Brands Soar”.

მასში მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია, წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობის და მისი მსოფლიო წარმატების შესახებ.

საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

კონკურსით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ მ/წლის 15 აპრილამდე, ხოლო პროექტი მ/წლის 10 ივნისამდე.

21 ივნისს გამოვლინდება ათი საუკეთესო პროექტი, ხოლო 17 ივლისს დასახელდება გამარჯვებული (ვირტუალურ ფორმატში) ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები. მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: 

http://www.aabworld.org/main/main.php.


 

სიახლეებში დაბრუნება