თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალწარმოქმნილ მეწყრულ სხეულზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები იმყოფებოდნენ.
მათ მიერ, რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა მეწყრის ტერიტორიის დრონით გადაღება და გაშიშვლებებისა და რღვევის სიბრტყეების ფოტოგრაფირება, მეწყრის სხეულის გადაადგილებისა და ახალი ბზარების დაფიქსირების მიზნით. გაიზომა ქანების - ქვიშაქვებისა და არგილიტების წოლის ელემენტები, აღებულია ნიმუშები ქანების ლითოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების დასადგენად.