სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია" დაიწყო

სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია" დაიწყო

25-03-2021

საქართველოს   ტექნიკური   უნივერსიტეტის   საინჟინრო   ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა   და   სოციალურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“   დაიწყო.

ლექციებს   აღნიშნული   პროექტის   კოორდინატორი,   უნივერსიტეტის   ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობს.

მიმდინარე სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სულ ლექცია-სემინარებში მონაწილეობს 7 ჯგუფი -150 მეტი სტუდენტი. თითოეული ჯგუფისთვის ჩატარდება 15 ლექცია და 15 სემინარი.

სალექციო კურსი წარმოადგენს თავისუფალ კომპონენტს და არის არჩევითი. პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადებულია სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე,   სადაც   პროექტის   მიმდინარეობის   შესახებ   ხდება   მასალების   განთავსება.

დეტალები იხ. ბმულში

 

სიახლეებში დაბრუნება