მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მარმარისის უნვერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიკის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2021 ჩატარდება

მარმარისის უნვერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიკის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2021 ჩატარდება

24-03-2021

24-26 ივნისს, სტამბულში  მარმარისის უნვერსიტეტში (თურქეთი) პოლიტიკური ეკონომიკის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2021 ჩატარდება.

კონფერენციის საერთაშორისო პარტიორები და ორგანიზატორები არიან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მარმარისის უნივერსიტეტი (Marmara University), ვესტმინისტერის უნივერსიტეტი (Westminister University), ესსექსის უნივერსიტეტი (University of Essex) , ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (Athens University of Economics and Business), ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (Ostrava Technical University) და ევროპის სხვა უნივერსიტეტები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, როგორც პარტიორ უნივერსიტეტის მონაწილეებს, ეძლევათ კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის 20% ფასდაკლების საუალება და თუ დარეგისტრირდებიან 30 აპრილამდე კონფერენციაში მონაწილების საფასური შეადგენს 64 ევროს.

მონაწილეებს საშუალება აქვთ 1 სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნონ, კონფერენციის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ სერტიფიკატი. 

აგრეთვე ფასდაკლება ექნებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს - 52 €. 

კონფერენციის ძირითადი თემა და სფერო: COVID-19- ის გავლენა საზოგადოებებსა, პოლიტიკაზე და ეკონომიკებზე.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ICPC 2021 ვებგვერდი. 

http://www.icopec.org/call-for-papers/

ან მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს

პროფ.  მუსტაფა ერდოღლუ, მარმარის უნივერსიტეტი mustafaerdogdu@marmara.edu.tr

ასოცირებული პროფ. ემილია ალავერდოვი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი alaverdovemilia@gmail.com

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11