თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი და აკადემიური პროგრამები

თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი და აკადემიური პროგრამები

22-03-2021

თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Thomas More University of Applied Sciences) (მეჰელენი, ბელგია) აცხადებს გაცვლით და აკადემიურ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას, 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

მულტიდისციპლინური გაცვლითი სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვისუნიკალური კონცეფცია ორიენტირებულია ინტერდისციპლინარულ სწავლებაზე, სტუდენტების სამეწარმეო უნარებისა და აზროვნების ამაღლების, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისა და გლობალურად ინფორმირებული მოქალაქეების გაზრდის მიზნით.

სასწავლო მიმართულებები:
• ხელოვნური ინტელექტი
• ბიოსამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია
• ბიზნესი
• ქიმია
• სამშენებლო
• კიბერუსაფრთხოება
• საექთნო
• კვება და დიეტოლოგია
• ორთოპედიული ტექნოლოგია
• სოციალური მუშაობა
• სპორტი

ონლაინრეგისტრაციისა და გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


სადიპლომო აკადემიური პროგრამებიხარისხის მაძიებელ სტუდენტებს შეუძლიათ დაინტერესდნენ დამატებითი პროგრამით თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გელის ინოვაციურ კამპუსში.

• ორთოპედიული ტექნოლოგია სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ აღნიშნული მიმართულებით ბელგიის უნიკალურ, ISPO სერტიფიცირებულ ინსტიტუტში;
• გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის სპეციალობით ამზადებს პროფესიონალებს ციფრული მომავლისთვის.

ინგლისურენოვანი პროგრამების სრული პორტფოლიო იხილეთ აქ.

უნივერსიტეტის საერთაშორისო დახმარების ოფისი დაეხმარება სტუდენტებს განაცხადის შევსების პროცესში.

საკონტაქტო პირი:
სოფი მოლსი (Sofie Mols), საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი
ელ.ფოსტა: sofie.mols@thomasmore.be


 

სიახლეებში დაბრუნება