მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Microsoft და იუჯითი ონლაინ კონფერენციას გამართავს

Microsoft და იუჯითი ონლაინ კონფერენციას გამართავს

22-03-2021 6 აპრილს, 14:00-17:00 საათზე Microsoft და იუჯითი ონლაინ კონფერენციას  გამართავს - „ციფრული ტრანსფორმაცია და IT სერვისების მომავალი“.  

კონფერენციის ფარგლებში, Microsoft-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები ისაუბრებენ ციფრული ტრასფორმაციის, Microsoft Azure-ის, Azure Stack-ის და ქლაუდ უსაფრთხოების ყველაზე საინტერესო თემებზე. ასევე, გაგვაცნობენ საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის.

კონფერენციაზე შეიტყობთ:
იუჯითის ახალი სერვისული პლატფორმის შესახებ
ქლაუდ სერვისების შესახებ
დატა ცენტრის და ისეთი თანამედროვე სერვისების შესახებ, როგორებიცაა: IaaS (Infrastructure as a Service), DRaaS (Disaster Recovery as a Service), BaaS (Back up as a Service), RDaaS (Remote Desktop as a Service), IT as a Service, IT Outsourcing და ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური SOC (Security Operations Center)
 
ასევე გაიგებთ Microsoft Azure Stack პლატფორმის უპირატესობებზე, რომელიც საქართველოში, იუჯითის დატაცენტრშია განთავსებული.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
  • ბიზნეს-მენეჯერები
  • წარმატებული კომპანიების IT მიმართულების ხელმძღვანელები
  • დეველოპერები
  • კონსულტანტები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები
კონფერენციაზე დარეგისტრირებულთა შორის გამოვლინდება 4 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ იუჯითის დატა ცენტრის სერვისების გამოყენების უფასო ვაუჩერები

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
  • ციფრული ტრანსფორმაცია და IT როგორც სერვისი - გაეცნობით უახლეს ტენდენციებს და ბიზნესის წარმატებულად წარმოების ახალ სტანდარტებს. გაიგებთ როგორ ტრანსფორმირდა ტრადიციული საინფორმაციო ტექნოლოგიები და როგორ გახდა ბიზნესის ციფრული საყრდენი
  • Microsoft Azure და Azure Stack - Microsoft-ის სპიკერები ისაუბრებენ, თუ რა სპეციფიკა გააჩნია სრულად ღრუბლოვან და ჰიბრიდულ პლატფორმებს. რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გრანდიოზულ შესაძლებლობებს იძლევა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
  • იუჯითის სერვისული პლატფორმა - შეიტყობთ იუჯითის სერვისების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ იუჯითიში მიიღებთ და რომლებიც ახალ სტანდარტს ქმნიან ქვეყანაში IT მომსახურების კუთხით
  • ქლაუდ უსაფრთხოება მაიკროსოფტისგან - Microsoft-ის წარმომადგენლები გაგვაცნობენ ქლაუდ სერვისების უსაფრთხოების და დაცულობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ
რეგისტრაცია

რეგისტრაციის


შემდეგ, ელ-ფოსტაზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას კონფერენციის შესახებ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11