22-03-2021
კომპანია Qarva ეძებს გუნდის ახალ წევრს - სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- საქსელო ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა
- კონტეინერებთან (Docker) და ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
სასურველია იცოდე:
- სხვადასხვა მწარმოებლების სერვერული არქიტექტურა
- სხვადასხვა მწარმოებლის სტორიჯების ინსტალაცია/კონფიგურირება
- მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია საბაზისო დონეზე
- განახლებებისა და სისტემის კონფიგურაციის ცვლილებების დოკუმენტირება
- სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი
როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საქმეზე ორიენტირებულობა
როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?
- კომფორტული, მეგობრული გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი გუნდი
- მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
- ყოველდღიური ლანჩი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება:
- ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.
გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com
და სათაურში სასურველი პოზიციიის მითითება არ დაგავიწყდეთ ☺
ცნობისათვის, ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting -
https://dvb.org)-ის წევრი.
სიახლეებში დაბრუნება