ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის კონკურსი საჯარო მეტყველებაში

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის კონკურსი საჯარო მეტყველებაში

18-03-2021

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი ( The English Speaking Union of Georgia)  სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. წლევანდელი კონკურსის თემაა ,,ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს“.

კონკურსის მონაწილეთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

პირველი ტური; 26 მარტი. 15:00 საათი, ბრიტანული კუთხე, დარიალის შესახვევი N14

ორგანიზატორი : მთავარი მხარდამჭერი: საქართველოს ბანკი

ასაკი: 16-20 წელი.

კონკურსი ტარდება 3 ტურად, პირველ ტურში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ხუთწუთიანი თემა ინგლისურ ენაზე, სათაურით ,,მსოფლიო ასე დიდი და ასე პატარა არასდროს ყოფილა“ (’’The world is bigger and smaller than it’s ever been”).

მეორე ტურში გადასული კონკურსანტები ამზადებენ ახალ ხუთწუთიან თემას და აგრეთვე, ადგილზე, ექსპრომტად, წერენ უცნობ სამწუთიან თემას (impromptu), რომლისთვისაც ეძლევათ 15 წუთი.

მესამე ტურში გადადის 10 კონკურსანტი, რომელიც ჟიურის წინაშე იგივე თემით წარდგება. 

წელს სამწუხაროდ, პანდემიის გამო საერთაშორისო საჯარო მეტყველების ფინალი ლონდონში ჩატარდება online.

ხოლო, შესარჩევ ტურებს კვლავ ბრიტანული კუთხე უმასპინძლებს.

გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარიანი საგანმანათლებლო ვაუჩერით.

კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვების შმთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 591339993 ან Britishcornerbc@gmail.com

 ცნობისათვის, კონკურსი თბილისში უკვე 21 წელია რაც იმართება. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს.ESU საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტია - პრინცესა ანა.

თავის დროზე ESU-ს თავმჯდომარე იყო სერ უინსტონ ჩერჩილი.  

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი საქართველოში    1998 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე  კავშირის საშუალებით, მრავალი წელია ქვეყნისთვის არაერთი სასარგებლო ღონისძიება ტარდება. ყველაზე პოპულარული პროგრამა, რომელშიც ESU-Georgia მონაწილეობს, არის  კონკურსი საჯარო მეტყველებაში, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ტარდება. ეს ყველაზე დიდი კონკურსია, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 1000000 ახალგაზრდა 16- 20 წლამდე იღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები  იკრიბებიან ლონდონში კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად. ESU-Georgia-მ ამ კონკურსზე უკვე  36 ახალგაზრდა გააგზავნა.

აღსანიშნავია, რომ 27 მარტს, 15:00  საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის ქ.29ა) ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU-Georgia) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური გაიმართება, რომლის გამარჯვებული 13 მაისს გაემგზავრება ლონდონში ერთი კვირით. 

კონკურსის სპონსორია საქართველოს ბანკი.  

წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან: ჯასტინ მაქკენზი-სმიტი - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, არჩილ გაჩეჩილაძე-საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, სოფო გორგოძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოგა ვარდელი, ჟურნალისტი და მარინა ციციშვილი - ESU-Georgia-ს პრეზიდენტი.

ამ კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით, 600 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას (16-დან 20 წლამდე). საუკეთესო ორატორები იკრიბებიან ლონდონში კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.  ESU-Georgia-მ ამ კონკურსზე უკვე  36 ახალგაზრდა გააგზავნა.  

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ 2019 წლის კონკურსი საჯარო მეტყველებაში ჩატარდება 27 მარტს, 3 საათზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით  ESU-Georgia პრეზიდენტს მარინა ციციშვილს ტელ: 577 47 70 50; 591 339 993;

 Email: marinaesu@yahoo.com


 

სიახლეებში დაბრუნება