„იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“ - სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

„იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“ - სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

17-03-2021

„იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“ - ამ სახელწოდებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად კონკურსი გამოცხადდა.

ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 15 მარტს დაიწყო და დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. მისი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მრავალი ცნობიერების ასამაღლებელი გლობალური ღონისძიება ტარდება საქართველოში.

წელს პირველად ვუერთდებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელიც გლობალურად 1983 წლიდან, 15 მარტს იზეიმება და მომხმარებლების უფლებებს დაცვას ეძღვნება.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე მასალების შექმნის წასახალისებლად სპეციალური კონკურსი გამოცხადდა. .

მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან 2 ფორმატის მასალები:

  • ტექსტური, ბლოგის ფორმატის ნამუშევრები
  • ვიდეოფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრები.

კონკურსი 2 ეტაპად წარიმართება და 24 გამარჯვებული ეყოლება.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

ვფიქრობთ, რომ კონკურსში მონაწილეობა თქვენი სტუდენტებისთვის საინტერესო უნდა იყოს. მათ საშუალება მიეცემათ, გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ცოდნის საინტერესოდ გამოცემაში და რაც მთავარია, თავადაც გაიგონ მეტი - თუ რა უფლებები აქვთ, მათ, როგორც ფინანსური ბაზრის მომხმარებლებს.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

აქვე ვურთავთ ღონისძიების შესაბამის ფეისბუკ ბმულსაც.

ნებისმიერი საკითხის დასაზუსტებლად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფინედუ-ს განყოფილებას მეილზე info@finedu.gov.ge.

საკონტაქტო პირი მარიამ ვატიტაძე მობ: (+995 599) 55 95 14

Mariam.Vatitadze@nbg.gov.ge  

www.finedu.gov.ge

www.nbg.gov.ge


 

სიახლეებში დაბრუნება