მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

17-03-2021



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისაერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით, ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს ახორციელებენ.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2021 წლის 18 მარტისა (23:59 სთ).

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - http://www.tcj.gov.ge/ka/news/576/


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11