კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა - „STEM კვლევისა და დიპლომისშემდგომი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“

კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა - „STEM კვლევისა და დიპლომისშემდგომი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“

16-03-2021

კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა - „STEM კვლევისა და დიპლომისშემდგომი განათლების მხარდაჭერა საქართველოში

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისათვის სადოქტორო კვლევის მხარდაჭერის პროგრამა გამოცხადდა.

პროექტაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განმტკიცებას; ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობის შესაძლებლობის საერთაშორისო დონეზე გაზრდას; ქართველ და ამერიკელ აკადემიკოსებსა და მკვლევრებს შორის ურთიერთობის გაზრდას და ქართველ მეცნიერთა ხელმძღვანელობასა და წვრთნას, რათა შეძლონ STEM სფეროებში კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება საქართველოსა და დასავლეთის აკადემიურ რეცენზირებულ ჟურნალებში.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს მიეცემათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-24-თვიანი ვიზიტების შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის შესახებ ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით.

შეხვედრის დრო: 19 მარტი, 20:00 საათი

შეხვედრის ბმული: https://SDSU.zoom.us/j/89669148817

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19 აპრილი, 2021 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ: sigproject.sdsu@gmail.com; პასუხები საჯაროდ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.sig.sdsu.edu.ge


 

სიახლეებში დაბრუნება