16-03-2021
21-23 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები" ჩატარდება.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსების 50-ე წლისთავს და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადების 80 წლისთავის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის თემატიკა:
სექცია 1 – „მართვის ავტომატიზებული სისტემები“ :
- საწარმოო და სოციალური პროცესების მოდელირების ტექნოლოგიები. კომპიუტერული სისტემების საიმედოობა. კიბერუსაფრთხოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები;
- ეკოსისტემები, Big Data და Web ტექნოლოგიები. Machine Learning და Data Mining სისტემები. ნანოტექნოლოგიები ინფორმაციულ საზოგადოებაში;
- მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების პროგრამული ინჟინერია. დაპროგრამების მობილური და ჰიბრიდული ტექნოლოგიები. ინფორმაციული საზოგადოება და „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიები.
სექცია 2 – „ინფორმაციული საზოგადოება“ :
- ინფორმაციული საზოგადოება - ცივილიზაციის განვითარების ახალი ისტორიული ეტაპი. ხელოვნური ინტელექტი და ინდუსტრია_4/5;
- მედიატექნოლოგიები და მედიაინფორმატიკა. ადამიან-მანქანური ინტერაქციები. ვირტუალური რეალობის სისტემები და კომპიუტერული გრაფიკა;
- ინტელექტუალური განათლების ტექნოლოგიები და ინფორმატიკის დიდაქტიკა. საზოგადოება და ინფორმაციული სისტემები COVID19 პანდემიის პირობებში.
კონფერენცია ჩატარდება დასწრებული და დისტანციური ფორმატით. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.conf-unesco.gtu.ge/
სიახლეებში დაბრუნება