საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

16-03-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ქვემოთ მითითებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების (ლაბორატორიის გამგის, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:

ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის:

  1. უფროსი მეცნიერი თანამ­შრო­მ­ლის (სწავლული მდივანი) (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  2. ინოვაციური განვითარების ჯგუფის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  3. ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  4. ზღვებისა და წყალსატევების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (2.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  5. მელიორაციის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  6. მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  7. სამგორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის გამგის, მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;

მის: მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 60-ბ; ტელ.: 2 22 40 94.

ვლ. ჭავჭანიზის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის:

  1. ოპტიკურ–ქიმიურ კვლევათა  ლაბორატორიის გამგის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  2. ოპტიკურ–ქიმიურ კვლევათა  ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;

მის: თბილისი 0186, ზ. ანჯაფარიძის ქ. N5, პირველი სართული, ოთახი N130, ტელ.: 598 42 98 33):

I.   განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის შესაბამისი კვლევითი ერთეულის ვებგვერდზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
  2. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 22-23 აპრილს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 24 აპრილს საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 26 აპრილს ჩათვლით.

II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.;
    ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
    დ) ლაბორატორიის გამგედ შეიძლება აირ­ჩეს პირი, რომელიც აკმაყოფი­ლებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ან უფროსი მეცნიერი თა­ნამ­­შრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებ-გვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
    გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
    დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4;
    ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

III. კონკურსის ჩატარების წესი

  1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.


 

სიახლეებში დაბრუნება