ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2021

ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Salzburg University of Applied Sciences) (ზალცბურგი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: დიზაინი, მედია, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, საინჟინრო სპეციალობები).

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე. 

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: დიზაინი, მედია, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, საინჟინრო სპეციალობები).


 

სიახლეებში დაბრუნება