ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2021

გაზის უნივერსიტეტი (Gazi University) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

გაზის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 სტუდენტის მობილობა გაზის უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, მშენებლობა - ბაკალავრიატი; ბიზნესის ადმინისტრირება - მაგისტრატურა).

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე. 

გაზის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება გაზის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, მშენებლობა, ბიზნესის ადმინისტრირება).


 

სიახლეებში დაბრუნება