ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

11-03-2021

ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: მენეჯმენტი - ბაკალავრიატი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კვების ტექნოლოგია - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა ან დოქტორანტურა (ტრეინერშიპი)).


აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

პერსონალის მობილობა განხორციელდება ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული და 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კვების ტექნოლოგია).

 

სიახლეებში დაბრუნება