კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საერთაშორისო კვირეული "კოლაბორაცია მომავლისთვის: ტექნოლოგიიდან პერსონამდე"

კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საერთაშორისო კვირეული "კოლაბორაცია მომავლისთვის: ტექნოლოგიიდან პერსონამდე"

10-03-2021 2021 წლის,  29 მარტიდან 2 აპრილამდე კაუნასის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kaunas University of Applied Sciences – KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ორგანიზებით საერთაშორისო კვირეული:  "კოლაბორაცია მომავლისთვის: ტექნოლოგიიდან პერსონამდე" („Collaboration for Future: from Technology to Person“) გაიმართება.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ აქტივობებში, მობილობების ხელშეწყობაში და ამასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს სათანადო გამოცდილების გაზიარებას და, ასევე, სამომავლოდ მსგავსი საქმიანობის განვითარების პერსპექტივების განხილვასა და გამოვლენას. ამასთანავე, აკადემიურ თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ონლაინლექციები მათი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 18 მარტამდე უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება