ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდის სახელმწიფო სტიპენდიები

ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდის სახელმწიფო სტიპენდიები

09-03-2021

ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდმა გამოაცხადა კონკურსი სახელმწიფო სტიპენდიების მისაღებად უცხო ქვეყნის სტუდენტების, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის, ლიეტუვური ენისა და კულტურის კურსებზე, ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასში, ვილნიუსში ან ონლაინ), მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტომდე.

ნომინირებულმა კანდიდატებმა 4 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა მიმდინარე წლის 22 მარტამდე საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები და, ასევე, ლიეტუვური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ელექტრონული ფოსტა: erasmusplus@gtu.ge).

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის კურსებზე მონაწილეობის მსურველებიდან პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს (კვოტა: 4 სტუდენტი), რომლებიც:

• პირველად დაესწრებიან ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს;
• ოფიციალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას მშობლიურ ქვეყანაში.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ:

• სტუდენტს ენისა და კულტურის საზაფხულო კურსზე მხოლოდ 3-ჯერ შეუძლია დასწრება (თუ სტუდენტს მეოთხედ სურს მონაწილეობა, მისი აპლიკაცია არ მიიღება);
• თუ სტუდენტმა უკვე მიიღო ასეთი სტიპენდია წარსულში, აპლიკაციის მომენტისთვის გასული უნდა წელიწად-ნახევარი;
• სტუდენტები, რომლებიც კურსებს დაესწრებიან ონლაინ, სტიპენდიას ვერ მიიღებენ.


VMU სტუდენტებს, ასევე, სთავაზობს სხვა სასტიპენდიო პროგრამებსაც:

ლიეტუვის მოკლევადიანი კვლევები

ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრი
სტიპენდიის ოდენობა: 600 ევრო თვეში

ონლაინ სააპლიკაციო სისტემაში განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილი.

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: international@vdu.lt

მოკლევადიანი კურსები (ინგლისურენოვანი პროგრამები)

ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრი
სტიპენდიის ოდენობა: ბაკალავრის ან მაგისტრის სტუდენტებისთვის - 400 ევრო თვეში, დოქტორანტებისთვის - 800 ევრო თვეში.

ონლაინ სააპლიკაციო სისტემაში განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილი.

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: international@vdu.lt


 

სიახლეებში დაბრუნება