5 მარტს, 15: 00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ქართველ და ბრიტანელ სტუდენტებს (კილის უნივერსიტეტი) შორის „სტუდენტური ონლაინ-ხიდი“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია ორი ქვეყნის სტუდენტების დაახლოება, მათი სამომავლო თანამშრომლობის სტიმულირება და გამოცდილების გაზიარება შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
- კილის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე :
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მსურველებმა, 4 მარტის ჩათვლით საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://forms.gle/yCAhohJ9N4pHCDch7
სამუშაო ენაა ინგლისური.
ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში იმართება;
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი შემოქმედოებითი ნაპერწკალი ხორციელდება
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29