აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 მარტი, 2021, 18:00.
პროგრამის მიზნები:
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში.
გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს და მედია ორგანიზაციებს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ–ერთს მაინც:
შენიშვნა: ზოგადი განათლება ახლადგამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამაში. ზოგადი განათლების სფეროში წარმოდგენილი პროექტები, შესაძლოა, მოიცავდეს 1-12 კლასების დონეზე საჯარო სკოლების გაძლიერება-განვითარებას მასწავლებელთა ტრენინგების და პროფესიული განვითარების მეშვეობით; ასევე ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისთვის, რაც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთკებს, სამეცნიერო და ენების ლაბორატორიებს და სხვადასხვა დამატებით შემეცნებით აქტივობებს. ზოგადი განათლების სტრატეგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: U.S. Government Education Strategy FY2019-2023 და USAID Education Policy Program Cycle Implementation and Operational Guide
ინფორმაცია ფედერალური გრანტის შესახებ
ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ:
საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს:
საყურადღებო ინფორმაცია
განაცხადების შეტანის და საპროექტო ანკეტის წარდგენის შესახებ
ინფორმაცია
გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციებს. საპროექტო განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, არ მიიჩნევა სრულყოფილად და განხილვისთვის შესაფერისად.
საპროექტო ანკეტის შინაარსი:
გთხოვთ გადმოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov
გთხოვთ, გამოაგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov
გთხოვთ, მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება – 2021 Democracy Commission გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line).
პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების გამოგზავნა:
(ქვემოთ მოთხოვნილი განცხადების ფორმები ხელმისაწვდომია მენიუში მარჯვენა მხარეს)