მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

01-03-2021

2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი)

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.  

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა (ბაკალავრიატი), კომპიუტერული მეცნიერებები (ბაკალავრიატი), ბიზნესადმინისტრირება (მაგისტრატურა) და დიზაინი (მაგისტრატურა)).


აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესადმინისტრირება და დიზაინი).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11