26-02-2021
სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის შემოდგომის (I) სემესტრის დამატებითი გამოცდები
1-დან 6 მარტის ჩათვლით, ჩატარდება.
- დამატებით გამოცდებზე გასვლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დასვნით გამოცდაზე ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ან სასწავლო კურსში (საგანში), ჯამურად, აიღეს 41-დან 50 ქულის ჩათვლით (FX).
დამატებითი გამოცდების ცხრილები განთავსებულია ფაკულტეტების მიხედვით:
იხილეთ ბმული: https://elearning.gtu.ge/mod/folder/view.php?id=195671
- საგამოცდო პროცესში წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეავსოთ ფორმა და გაგზავნოთ: https://docs.google.com/.../1FAIpQLScK8qRxQTM2sT.../viewform
- დამატებით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 21 ქულას.
- იმისთვის, რომ თითოეული სასწავლო კურსი (საგანი) ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა ჯამურად უნდა დააგროვოს 51 ქულა და მეტი.
- იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დამატებითი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ვერ გააუმჯობესებს შედეგს და სასწავლო კურსში, ჯამურად, ისევ დააგროვებს ქულას 50-ის ჩათვლით, შესაბამისად, მიიღებს შეფასებას F-ს. მას მოუწევს საგნის ხელახლა გავლა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: საგანი ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ჩაბარებული ექნება სასწავლო კურსის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტური მასალა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!
სიახლეებში დაბრუნება