26 თებერვალს, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „სტუ-ს მეწარმეობის დღე 2021“ ჩატარდა.
ღონისძიება COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და აკადემიურმა პერსონალმა. ერთდღიანი პროგრამა ითვალისწინებდა სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს და პრეზენტაციებს, რომელთა შინაარსი შემუშავებულია კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით. სესიები დაეთმო შემდეგ თემებს:
„სტუ-ს მეწარმეობის დღე“ წარმოადგენდა, „სტუ-ს დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის, ერთგვარ მხარდაჭერ ღონისძიებას, რომელიც ასევე პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ფარგლებში 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და ის ოფიციალურად უკვე დაანონსდა (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ იხილეთ სტუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე https://gtu.ge/News/16353/ ). დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ქართულ-ბრიტანული სერთიფიკატები.
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.
კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29