მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის შესახებ

ინფორმაცია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის შესახებ

25-02-2021



თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით, ახორციელებს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას.

 

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას N7.

 

წარმატებული სტუდენტის დაფინანსების კრიტერიუმები და პირობები:

დაფინანსება გაიცემა იმ წარმატებულ სტუდენტზე, რომელიც:

1.       თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების სიის წარდგენის მოემენტისათვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქ. თბილისის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

2.       არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

3.       სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი);

4.       აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

 

დაფინანსების მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.       განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ;

2.       საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მიოქალაქის პასპორტის ასლი;

3.       წარმატებული სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები ან უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები;

4.       ამონაწერი წარმატებული სტუდენტის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

5.       იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

 

დაფინანსება ერთ წარმატებულ სტუდენტზე შეადგენს 562.50 ლარს.

 

დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსება არ გაიცემა.

 

წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

 

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების კრიტერიუმები და პირობები:

 

სოციალურად დაუცველი სტუდენტი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი.

 

სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა, მოხდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებისა და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, არაუმეტეს 2250 ლარისა, ხოლო სემესტრის განმავლობაში - არაუმეტეს 1125 ლარისა.

 

სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა, დაფინანსების მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.       საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

2.       ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

3.       ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;

4.       უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

5.       იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

6.       უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;

7.       მეოთხე მუხლი არ ვრცელდება პირველი სემესტრის სტუდენტებზე.

 

დაფინანსებული თანხის ოდენობა:

-          წინა სემესტრში მიღებული შეფასების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული 91-100 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი, ან ნაკლები.

 

-          წინა სემესტრში მიღებული შეფასებისა და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული 71-90 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები, ან 150 000-ის ტოლი.

 

-          წინა სემესტრში მიღებული შეფასებისა და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული 51-70 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11