სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

23-02-2021

საჯარო სამსახურის ბიურო  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადის მიღებას იწყებს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუ- ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი“);

აგრეთვე, მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს,  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ი ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266,   სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, ტელ: 2 36 53 45.

იხილეთ ბმული: https://stajireba.gov.ge/News/1042

 

სიახლეებში დაბრუნება