ESN Tbilisi ISU - მოხალისეების მიღება დაიწყო

ESN Tbilisi ISU - მოხალისეების მიღება დაიწყო

23-02-2021

ESN Tbilisi-ში ახალ მოხალისეებს ანუ ერასმუსის თაობის ახალ ელჩებს ეძებს. საერთაშორისო ორგანიზაცია ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მოხალისეობრივი ორგანიზაციაა 42 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექციით.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია, დაეხმაროს საერთაშორისო სტუდენტებს, ასევე, ადგილობრივ დონეზე გამართოს საინფორმაციო კამპანიები და Erasmus+ პროგრამებს ადვოკატირება გაუწიოს.

საქართველოში ორგანიზაციას წარმოადგენს ESN Tbilisi ISU ლოკალური სექცია. ამჟამად აღნიშნული სექცია ახალი წევრების ძიების პროცესშია.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 თებერვალი.

დეტალური ინფორმაციისა და აპლიკაციის ბმული იხილეთ აქ.  


 

სიახლეებში დაბრუნება