ინსტიტუტი ტექინფორმი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) საქართველოში აგროსფეროს სამეცნიერო სერვისების განვითარების მიმართულებით.
2021 წლის 27 იანვარს და 3 თებერვალს FAO-მ AGRIS-ისა და AGROVOC-ის საზოგადოებების წლის პირველი შეკრება ჩაატარა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ტაილანდი, მოლდოვა, ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო და სხვ.
ტექინფორმმა, რომელიც წარმოადგენს FAO AGRIS-ის ნაციონალურ ცენტრს საქართველოში და აგრეთვე მრავალენოვანი თეზაურუსის FAO AGROVOC-ის ქართული ენის ოფიციალურ რედაქტორს, მონაწილეობა მიიღო ზემოხსენებულ ღონისძიებებში. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მარინა რაზმაძემ გააკეთა მოხსენებები ორივე ღონისძიებაზე 2020 წლის პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული საქმიანობის შესახებ. ინსტიტუტი, წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ორგანიზატორების მიერ წარდგენილი იქნა AGRIS-ის ეროვნულ ჰაბად.