18-02-2021
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის, რომლებსაც სრული განაკვეთით დასაქმების შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, რუსთავი, თბილისი, დუშეთი, გორი, ვანი, ქუთაისი, ხონი, ლაგოდეხი, საჩხერე, თერჯოლა, ოზურგეთი, წალენჯიხა, ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
- პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
- საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 28 თებერვლამდე.
დაფიქსირებული
განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
,,კრისტალი" ქვეყანაში
წამყვანი ფინანსური
ჩართულობის კომპანია
და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს
310 მლნ ლარის
მოცულობის სასესხო
პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე
მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით
და ემსახურება 100,000-ზე
მეტ მომხმარებელს.
სიახლეებში დაბრუნება