თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტროსა და თურქეთის ტექნოლოგიების გუნდის ფონდის- Turkish Technology Team Foundation (T3) მხარდაჭერით „კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი - The TEKNOFEST Aerospace and Technology Festival“ გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩოსთან არსებული თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტი ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსები - TEKNOFEST 2021 Technology Competitions ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა 35 კატეგორიაში.
კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი).
დამატებითი ინფორმაცია კონკურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.teknofest.org/en/yarismalar.html
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი.